თეგი: სასაზღვრო კონტროლი

ჩეხეთი სლოვაკეთთან დროებით სასაზღვრო კონტროლს იწყებს

ჩეხეთის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, პრაღა სლოვაკეთის საზღვარზე უკანონო მიგრაციის ზრდაზე რეაგირების მიზნით, დროებით სასაზღვრო კონტროლს დააწესებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. „უკანონო მიგრაცია ძირითადად სირიიდან, წელს 1200%-ით გაიზარდა. 2022 წლის დასაწყისიდან პოლიციამ 11,000 არალეგალი მიგრანტი დააკავა", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტ რაკუსანმა პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, შემოწმებები თავდაპირველად 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ევროკავშირის ცენტრალური ევროპის ქვეყნებმა და შენგენის ზონამ ლტოლვილის ომს გაქცეულ 400 000-ზე მეტ უკრაინელს მიანიჭეს სტატუსი, რომელთაგან დაახლოებით 300 000, სავარაუდოდ, ქვეყანაში რჩება და არ შედის არალეგალური მიგრაციის მონაცემებში.  

ბელორუსსა და რუსეთს შორის დროებითი სასაზღვრო კონტროლი დაწესდა - მედია

ბელორუსსა და რუსეთს შორის დროებითი სასაზღვრო კონტროლი დაწესდა, შეიქმნა საგუშაგოები. ამის შესახებ ბელორუსული გაზეთი Zerkalo სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება. წერს Ukrinform-ი. მისივე თანახმად, დროებითი კონტროლი ექვსი მიმართულებით, მხოლოდ რუსეთიდან შემომსვლელებზე მოქმედებს. სასაზღვრო კონტროლის დაწესება ქვეყნის საზღვრის დაცვის სამსახურმაც დაადასტურა. უწყება განმარტავს, რომ კონტროლი „რუსეთთან ვიზების ორმხრივი აღიარების შესახებ" შეთანხმების ფარგლებში დაწესდა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება სასაზღვრო კონტროლი.